Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა


"ანტიკორუფციული მოძრაობის" აქცია
"ანტიკორუფციული მოძრაობის" აქცია

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" აქცია გამართა. მათი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაა.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" აქცია
"ანტიკორუფციული მოძრაობის" აქცია

"ჩვენ მოვედით მშვიდობიანად ჩვენს აქტივთან ერთად, ვაპროტესტებთ და ვითხოვთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული. ის, რასაც რატი ბრეგაძე აკეთებს, ეს არის დანაშაული. პოლიცია, რომელიც აქ დგას, რეალურად რატი ბრეგაძისგან უნდა გვიცავდეს... ისინი დგანან დამნაშავის მხარეს... მშვიდობიანად ვიდექით და კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი..." - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ფარულავამ, "ანტიკორუფციული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" აქცია
"ანტიკორუფციული მოძრაობის" აქცია

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ცდილობს გაარკვიოს დაკავებულების ზუსტი რაოდენობა და სამართლებრივი საფუძვლები. თანამოაზრეების დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეები თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობისკენ წავიდნენ.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" აქცია
"ანტიკორუფციული მოძრაობის" აქცია

დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ. ოპოზიციას კითხვები იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის რამდენიმე დღეს ასახავს. კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG