Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში რატი ბრეგაძის გამოსვლას პროტესტი მოჰყვა, თავმჯდომარემ სხდომა დახურა


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან წაიკითხა სასამართლოს განაჩენი, რომელიც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ციხეში ჩადენილი დანაშაულის გამო გამოიტანეს. მინისტრს დაზარალებულის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა განაჩენიდან დეტალურად წაიკითხა პატიმრის ცემისა და ბოთლით გაუპატიურების ნაწილი.

რატი ბრეგაძის გამოსვლას პროტესტი მოჰყვა „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძის მხრიდან. მას პარლამენტის თავმჯდომარემ ჩართული მიკროფონის გარეშე საუბრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი მანდატურებს მიმართა, მის წინ დამდგარიყვნენ. მიუხედავად ამისა, სამნიძეს პროტესტის გამოხატვა არ შეუწყვეტია, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას დარბაზს დაატოვებინებდნენ.

ბრეგაძის სიტყვით გამოსვლა სხდომათა დარბაზში შესვლის შემდეგ გააპროტესტა დეპუტატმა „ლელოდან“ სალომე სამადაშვილმა.

იმის გამო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდება არ გაიზიარეს და გააგრძელეს საუბარი მინისტრის მისამართით, პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარული სხდომა დახურა.

რამდენიმე წუთში პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG