Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრივოი-როგზე იერიშის შედეგად წლინახევრის ბავშვი დაიღუპა


კრივოი-როგზე იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, მათ შორისაა წლინახევრის ბავშვი

უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კრივოი-როგზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, მათ შორისაა წლინახევრის ბავშვი

მცირეწლოვნის ცხედარი მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

იერიშის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი.

პარასკევს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე მასირებული შეტევა განახორციელეს უკრაინის სხვადასხვა ოლქში, რამაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ეს იყო მეცხრე სარაკეტო იერიში უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგო-ინფრასტრუქტურაზე.

XS
SM
MD
LG