Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს კვერცხები ესროლეს


კადრი "ფორმულის" პირდაპირი ეთერიდან
კადრი "ფორმულის" პირდაპირი ეთერიდან

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი იყო, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს კვერცხები ესროლეს. შემთხვევა დღეს, 19 დეკემბერს, 14:40 საათზე მოხდა.

კვერცხების მსროლელის იდენტიფიცირება შესაძლებელია, მისი სახე დააფიქსირა "ფორმულის" გადამღებმა ჯგუფმა.

"რაფერ რა მინდა?!.. მერე რა, რომ პირდაპირ ეთერში ხარ. შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ?! მოღალატე ხარ ქვეყნის... ქვეყნის მოქალაქე ვარ", - უთხრა გიორგი კირთაძეს კაცმა, რომელმაც მას კვერცხები ესროლა.

კონფლიქტი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ის სრულად ჩანდა "ფორმულის" პირდაპირ ეთერში. იქვე იმყოფებოდნენ სხვა არხის თანამშრომლებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG