Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელ კომპანიას ადგილმონაცვლეობით $2,8 მლნ გადაეცემა


თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე
თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელ კომპანიას ადგილმონაცვლეობის პრინციპით 2,8 მლნ დოლარი გადაეცემა. მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ეს დაახლოებით სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიამ თავიდან მოითხოვა.

"ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქის მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდით", - თქვა თბილისის მერმა.

მან თავის მოადგილეს სთხოვა, მოქალაქეებს გააცნოს პროექტი, რომელშიც ასახული იქნება ამ სივრცის განვითარების გეგმა.

ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შეჩერება კახა კალაძის ერთ-ერთი დაპირება იყო. მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამდა სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელი კომპანიაც. ამ ტერიტორიის რეკრეაციულ სივრცედ გამოყენების მოთხოვნით აქციები პერმანენტულად იმართებოდა.

XS
SM
MD
LG