Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 ექსტრემისტი დაიღუპა პაკისტანის არმიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს


პოლიციის მიერ აღმართული დროებითი ბლოკ-საგუშაგო
პოლიციის მიერ აღმართული დროებითი ბლოკ-საგუშაგო

პაკისტანის არმიის ცნობით, სულ ცოტა 25 ისლამისტი ექსტრემისტი და უსაფრთხოების სამსახურის 3 თანამშრომელი დაიღუპა 20 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს.

ოფიციალური ცნობით, სპეცრაზმმა იერიში მიიტანა ბანიში მდებარე პოლიციის კონტრტერორისტულ ცენტრზე, რომელიც მანამდე ხელთ იგდეს ექსტრემისტებმა. არმიის წარმომადგენელმა, გენერალმა ახმედ შარიფ ჩაუდხარიმ ადგილობრივ მედიას აცნობა, რომ შენობაზე კონტროლი აღდგენილია, ხოლო ოპერაციის დროს სამხედროებს 7 ექსტრემისტი ჩაბარდა.

ბანი ავღანეთის საზღვართან, პაკისტანის უკონტროლო ხაიბერ-პახტუნყვის პროვინციაში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG