Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთში რელსებიდან გადავარდა ამიაკით დატვირთული მატარებელი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სერბეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ პიროტის რაიონში, სადაც 25 დეკემბერს, საღამოს რელსებიდან გადავარდა ამიაკით დატვირთული მატარებელი.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამიაკი ატმოსფეროშიც მოხვდა. მოწამლულია 50-ზე მეტი ადამიანი. პიროტში მცხოვრებ 60 ათასამდე მოქალაქეს მოუწოდეს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სახლიდან ნუ გავლენ.

ადგილობრივი მედია სარკინიგზო ტვირთების კომპანია Srbija Kargo-ზე დაყრდნობით წერს, რომ 20-ცისტერნიანი მატარებელი, რომელსაც ამიაკი მეზობელი ბულგარეთიდან მოჰქონდა, რელსებიდან დაუსახლებელ რაიონში გადავარდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG