Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-დან პუტინს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფიზიკურად განადგურების მუქარად აფასებს აშშ-ის ანონიმი ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ კრემლზე „თავის მომკვეთი დარტყმა“ უნდა განხორციელდეს. რუსეთთან ომში უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი აშშ-ია.

„ყველაზე შორს ვაშინგტონში წავიდნენ. იქ ვიღაც დაუსახელებელი ოფიციალური პირები პენტაგონიდან ფაქტობრივად, დაიმუქრნენ კრემლზე თავის მომკვეთი დარტყმით. არსებითად, საუბარია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკურად მოშორების საფრთხეზე“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს ინფორმაციას, რომელსაც მისი ეს განცხადება ეფუძნება და ამბობს, რომ თუ ვინმეს მსგავსი იდეები მართლაც აქვს, შედეგებზე კარგად უნდა დაფიქრდეს. „ტასმა“ ლავროვის ინტერვიუს ნაწილი დილით, ადრე გამოაქვეყნა, სრულ ვერსიას კი, მოგვიანებით გაავრცელებს.

XS
SM
MD
LG