Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტადიონზე ფანები გეხმარებოდნენ ემოციურად, საკრებულოში რაში გჭირდებათ?! - კობერიძე კალაძეს


ცოტნე კობერიძე
ცოტნე კობერიძე

საკრებულოს წევრი, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი ცოტნე კობერიძე დაინტერესდა, რატომ ესწრებიან თბილისის მერის, კახა კალაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები. ეს კითხვა დეპუტატმა მერს სხდომათა დარბაზში დაუსვა.

"ბატონო კახა, ვიცი, რომ სტადიონზე გულშემატკივრები და ფანები გეხმარებოდნენ ემოციურად და კარგი იყო, მაგრამ საკრებულოში რატომ დაგჭირდათ ტაშის დამკვრელები?! ტაშის დამკვრელების გარეშე თავს სუსტად გრძნობთ თუ ფანები აქ რატომ გჭირდებათ?" - იკითხა ცოტნე კობერიძემ.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რატომ არ აიღო მერმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით 13 წლის ბავშვის დაღუპვაზე და უმგზავრია თუ არა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "თავისუფლების მოედნამდე" და შეუმჩნევია თუ არა ის პრობლემები, რომლებზეც მოქალაქეები საუბრობენ.

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზის ზედა სივრცე, რომელიც ჟურნალისტებისა და მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, დღეს მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ჰქონდათ დაკავებული. ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვით გამოსვლის დროს მათი მხრიდან შეძახილები ისმოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ მათ სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით წინასწარ ჰქონდათ განცხადება დაწერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG