Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა თეირანში იტალიის ელჩი გამოიძახა პროტესტის ნიშნად


ირანში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ სოლიდარობის აქცია იტალიაში. რომი. 12 დეკემბერი, 2022 წელი
ირანში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ სოლიდარობის აქცია იტალიაში. რომი. 12 დეკემბერი, 2022 წელი

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ იტალიის ელჩი გამოიძახა და პროტესტი გამოხატა „ჩარევის“ პოლიტიკისთვის, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 დეკემბერს.

თეირანმა ჯუზეპე პერონე დაიბარა, რათა „ზოგიერთი იტალიელი მოხელის მხრიდან ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის შემცველი გამონათქვამების და ქმედების წინააღმდეგ“ გამოეთქვა პროტესტი, - იტყობინება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ეს მოხდა ერთ დღეში მას მერე, რაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ირანის ელჩი მოჰამედ რეზა საბური დაიბარა, საპროტესტო გამოსვლების მიმართ ირანის ხელისუფლების „მიუღებელი“ რეაგირების გასაპროტესტებლად.

XS
SM
MD
LG