Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: ჩვენ გვაახლოებს საერთო ღირებულებები


აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს შობა და ახალი წელი მიულოცა. ელჩის ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ ამერიკასა და საქართველოს საერთო ღირებულებები აახლოებს - „სიყვარული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, რელიგიური და კულტურული ტრადიციების პატივისცემა და ჩვენი ენთუზიაზმი ინოვაციების, მეწარმეების და ეკონომიკური პროგრესის მიმართ.“

კელი დეგნანის თქმით ამერიკა მადლიერია ქართველი მეგობრების პარტნიორობისა და ძალისხმევის გამო და მხარს უჭერს მის წარმატებას ევროპულ გზაზე. „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ სასიამოვნო დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობიან, წარმატებულ ახალ წელს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

XS
SM
MD
LG