Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს დონეცკის და სუმის ოლქებზე


ფოტო არქივიდან. დანგრეული შენობა ქალაქ კრამატორსკში
ფოტო არქივიდან. დანგრეული შენობა ქალაქ კრამატორსკში

რუსეთის სამხედრო ძალებმა წუხელ იერიში მიიტანეს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქებზე, დრუჟკოვკასა და კრამატორსკზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს წინასწარი ინფორმაციით, დრუჟკოვკაში დაიჭრა 2 ადამიანი. ტიმოშენკოს ცნობით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ იაკოვლევკაზეც. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ დრუჟკოვკაში ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ყინულის სპორტულ მოედანზე.

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე შეტევის შედეგად, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წუხელ სარაკეტო და საარტილერიო შეტევა იყო სუმის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სკოლის შენობა.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG