Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სიფრთხილით იყენებს თავის ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავს


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის არმიის თვითმფრინავი სუ-57
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის არმიის თვითმფრინავი სუ-57

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 2022 წლის ივნისის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, გამოიყენეს მათი ყველაზე თანამედროვე, ზებგერითი რეაქტიული თვითმფრინავი სუ-57.

ამასთან, ბრიტანული დაზვერვის თანახმად, მეხუთე თაობის ეს რუსული თვითმფრინავი უშუალოდ უკრაინის საჰაერო სივრცეში არ შესულა და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები რუსეთის ტერიტორიიდან ისროლა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთი ცდილობს თავიდან აიცილოს სუ-57-ის რეპუტაციის შელახვა და მისი საექსპორტო პოტენციალის გაუარესება, რაც შესაძლოა, გამოიწვიოს უკრაინის ტერიტორიაზე ამ თვითმფრინავის დაკარგვამ.

XS
SM
MD
LG