Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ОДКБ-ს პრესმდივნის თქმით, ერევნისგან სამხედრო სწავლების გაუქმების შესახებ ცნობა არ მიუღიათ


ფოტო არქივიდან: ОДКБ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტაჯიკეთში. 2021 წელი
ფოტო არქივიდან: ОДКБ-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტაჯიკეთში. 2021 წელი

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამდივნოს ერევნისგან არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ("ურღვევი ძმობა-2023") გაუქმების თაობაზე, ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“ ОДКБ-ს პრესმდივანზე, ვლადიმირ ზაინეტდინოვზე დაყრდნობით წერს.

ამასთან, როგორც სააგენტოს უთხრა ვლადიმირ ზაინეტდინოვმა, გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას, „რამაც, შესაძლოა, მიმდინარე წელს ОДКБ-ს სამშვიდობო სწავლების სრულფასოვნად ჩატარების საშუალება არ მისცეს“.

ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის პრესმდივნის, ვლადისლავ შჩეგრიკოვიჩის განცხადებით კი განიხილება სამშვიდობო ძალებთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობა რომელიმე სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) აცნობა სომხეთში სწავლების ჩატარების მიზანშეუწონლობის თაობაზე.

"სომხეთში ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, არ გაიმართება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG