Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისნის გამგებელი: ლიფტის გაუმართაობის გამო მოსახლეობას არ მოუმართავს


ფოტოილუსტრაცია: პოლიციის ლენტი
ფოტოილუსტრაცია: პოლიციის ლენტი

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, იმ კორპუსის მოსახლეობას, სადაც 14 იანვარს, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის არ მიუმართავს.

მისივე განმარტებით, კორპუსის „ამხანაგობისგან“ გამგეობაში ბოლო განცხადება 2021 წელს შევიდა, სადაც ლიფტის პრობლემის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი:

„პირველ რიგში, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, სიტყვებით ამის გადმოეცემა ძალიან რთულია. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, როგორ მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება, ამაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ვერ გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ. რამდენიმე ვერსიაზე მიდის საუბარი და მსჯელობა. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, პირველი სართულის შახტიდან მოხდა ორივე გარდაცვლილის ამოსვენება. ლიფტთან დაკავშირებით, „ამხანაგობას“, მოსახლეობას მომართვიანობა არ ჰქონია, ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, იმ მომართვაში, სამწუხაროდ, ლიფტი არსად არ არის ნახსენები. რაც გამგეობაში შემოვიდა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სხვა დამატებითი ახალი საკითხი და დეტალი არ შემოსულა, არც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიფტი შესაძლებელია იყო ავარიულ მდგომარეობაში“, - ამბობს ნიკა ელისაშვილმა.

14 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რამდენიმე დღით ადრე, 7 იანვარს, ლოტკინის დასახლებაში ჩავარდა ლიფტი. ინცინდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG