Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, აშშ უკრაინისთვის ამზადებს სამხედრო დახმარების ახალ, 2.5 მილიარდიან პაკეტს


საილუსტრაციო ფოტო. საბრძოლო ჯავშანმანქანა Stryker
საილუსტრაციო ფოტო. საბრძოლო ჯავშანმანქანა Stryker

აშშ ასრულებს მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტზე. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. ამ პაკეტში პირველად იქნება საბრძოლო ჯავშანმანქანები Stryker.

ასეთივე ინფორმაცია აქვს გამოცემა Politico-საც. ამასთან, ორივე მედიასაშუალების წყაროთა ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ იქნება შორ, დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები(ATACMS), რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს.

წინასწარი ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამ კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

ხვალ, 20 იანვარს, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად, შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 იანვრამდე აშშ-მა უკრაინას გაუწია 24.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

XS
SM
MD
LG