Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა - ნაყოფია


კობა ნაყოფია
კობა ნაყოფია

ბოლო მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 38 635-მა ადამიანმა მიიღო, აცხადებს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია.

„ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა, რაც შეადგენს დარეგისტრირებულთა 77.83%-ს, - თქვა ნაყოფიამ და დაამატა, - ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“.

პარტიის შიდა არჩევნებში გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი ამომრჩეველი ვერ იღებდა ხმის მისაცემად საჭირო ვერიფიკაციის კოდს, თუმცა ნაყოფიას თქმით, ეს პრობლემა გამოსწორდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ტარდება.

ენმ-ის თავმჯდომარეობაზე კენჭს იყრიან ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

შიდაპარტიული არჩევნებისთვის რეგისტრაცია 49 756 ადამიანმა გაიარა.

XS
SM
MD
LG