Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე პალესტინელებს და ისრაელს შორის დაძაბულობის თემა განიხილა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. კაირო. 29 იანვარი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. კაირო. 29 იანვარი, 2023 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა.

Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ ბლინკენმა და აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ განიხილეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართული მიმდინარე ზომები.

ბლინკენმა კაიროში განაცხადა, რომ ისრაელის და პალესტინელების კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა ორი სახელმწიფოა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა ლიბიაში არჩევნებისთვის „საერთაშორისო ერთობლივი მხარდაჭერის აუცილებლობა.“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა „პოლიტიკური ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას სუდანელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისთვის“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მუშაობა რეგიონში ირანის გავლენის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG