Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 იანვარს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას არ გაუგზავნის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, იმ ფონზე, როცა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მათ გაგზავნას არ გამორიცხავს, თუკი გარკვეული პირობები დაკმაყოფილებული იქნება.

თეთრ სახლში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას - უჭერს თუ არა ის მხარს თვითმფრინავების გაგზავნას - ბაიდენმა უპასუხა "არა". თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინის ლიდერები ითხოვენ მას მერე, რაც გასულ კვირაში მიიღეს დაპირება, რომ გერმანია, აშშ და სხვა დასავლელი მოკავშირეები კიევს ტანკებს გაუგზავნიან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 30 იანვარს განაცხადა, რომ საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას, თუმცა დასძინა, რომ ამისთვის ჯერ გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო.

ჰააგაში ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა საფრანგეთი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინისთვის. მისი თქმით, "გამორიცხული არაფერია", თუკი პირობები დაკმაყოფილებული იქნება. ეს მოიცავს იმის გამორიცხვას, რომ საბრძოლო თვითმფრინავები "რუსეთის მიწას შეეხება" და ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ მათი გაცემა არ დაასუსტებს საფრანგეთის არმიას, - განაცხადა მაკრონმა.

უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები ოფიციალურად უნდა მოითხოვოს, თქვა მაკრონმა, რომელიც 31 იანვარს პარიზში შეხვდება უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს.

რუტეს თქმით, უკრაინას ჰოლანდიისგან ოფიციალურად არ უთხოვია F16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და ამჟამად ამის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG