Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა "ფორმულა" დატოვეს


ტელეკომპანია "ფორმულა" დატოვეს ჟურნალისტებმა, მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა. მათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პირველ თებერვალს დაწერეს, როდესაც საინფორმაციო სამსახურის 28 ოპერატორმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა. გაფიცულ ოპერატორებს შორის იყვნენ ქეთი ხიდიშელისა და მარტა ქურასბედიანის მეუღლეები.

"ვადასტურებ, რომ არხის ვიდეოოპერატორების გაფიცვის პირველ დღეს დავტოვე არხი. მიზეზი გახდა ხელმძღვანელების დამოკიდებულება გაფიცული თანამშრომლების მიმართ. სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ ხელმძღვანელობამ ცილისმწამებლურ კამპანიას მიმართა, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი და ამიტომ დავტოვე არხი. არხის დატოვებას კავშირი არ აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან. მეტ დეტალზე საუბარი ამ მომენტში არ მსურს", - უთხრა რადიო თავისუფლებას მარტა ქურასბედიანმა.

"ფორმულამ" ოპერატორებს, რომლებიც ხელფასის მატებას ითხოვდნენ, ხელშეკრულებები შეუჩერა და 3 თებერვალს სამსახურიდან გაათავისუფლა. ოპერატორები არხიდან მათ გათავისუფლებას უსამართლოს უწოდებენ და აპირებენ, სამართლებრივ ზომებს მიმართონ.

ტელეკომპანიის იურისტი ამბობს, რომ "ფორმულამ" თანამშრომლებს მისცა არაერთი გაფრთხილება და დრო, რათა ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დაბრუნებოდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

XS
SM
MD
LG