Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აცხადებს, რომ "ასობით" მტკიცებულება აქვს უკრაინაში რუსეთის ძალების ომის დანაშაულებზე


პირი, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, რუსეთის ძალებმა მოკლეს. უკრაინა, ბუჩა. 2022 წლის აპრილი
პირი, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, რუსეთის ძალებმა მოკლეს. უკრაინა, ბუჩა. 2022 წლის აპრილი

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ მისმა ოფისმა უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების "ასობით" მტკიცებულება მოიპოვა. იგი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად გამოვიდა საერთაშორისო ძალისხმევის გამოჩენის მოწოდებით.

"მოცემულ მომენტში კონცენტრირებული ვართ ბუჩაში ჩადენილ მასობრივ მკვლელობებზე და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებზე", - უთხრა პროკურორმა პეტერ ფრანკმა გამოცემა Welt am Sonntag-ს.

მისი თქმით, მიზანია "მზადება სამომავლოდ შესაძლო სასამართლო საქმისთვის - იქნება ეს გერმანიაში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თუ საერთაშორისო სასამართლოში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG