Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანსლემზე ჩემპიონი გახდა


ტატო გრიგალაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანსლემი ორი ოქროს მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ გაიმარჯვა, დღეს კი მეორე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

5 თებერვალს ტურნირზე მედლები მამაკაცთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება ბრძოლაში. მან ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.

დღესვე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG