ჩინეთმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან მის საჰაერო სივრცეში 10-ზე მეტჯერ შევიდა აშშ-ის მაღალ სიმაღლეზე მფრინავი ბუშტები - ეს განაცხადი სწრაფად უარყო ვაშინგტონმა.
ჩინეთის მიერ წამოყენებულმა ბრალდებამ გააღრმავა აშშ-სთან უთანხმოება, რომელიც მოჰყვა აშშ-ის არმიის მიერ 4 თებერვალს მისი თქმით ჩინეთის სადაზვერვო ბუშტის ჩამოგდებას.
პენტაგონის განცხადებით, მას შემდეგ აშშ-ის არმიამ ჩრდილოეთ ამერიკის თავზე ჩამოაგდო კიდევ სამი მფრინავი ობიექტი.
დაწერეთ კომენტარი