Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ძლიერმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს პირისპირ შეხვდება.

"მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი.

6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში, ბოლო მონაცემებით, 48 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, საქართველოს 5 მოქალაქე. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო.

განმეორებითი მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალსაც. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა.

XS
SM
MD
LG