Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სანქციების გაფრთხილებით გამოდის, თუკი ჩინეთი "წითელ ხაზს" გადაკვეთს და რუსეთს იარაღს მიაწვდის


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი
ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის, ეს იქნება აბსოლუტური "წითელი ხაზი", - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა 3 მარტს და დასძინა, რომ ევროკავშირი ამას სანქციებით უპასუხებს.

ამ განცხადებებმა გაიმეორა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ ერთი დღით ადრე გამოთქმული გაფრთხილება პეკინისადმი, რომ მან ამგვარი დახმარება არ უნდა გამოუყოს მოსკოვს, რომელიც განაგრძობს უკრაინაში ომს. "არ მიაწოდოთ არანაირი იარაღი აგრესორ რუსეთს", - თქვა შოლცმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.

ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთის შეიარაღებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG