დღეს პრაღის ციხე-სიმაგრეში ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, გადამდგარი გენერლის, პეტრ პაველის ინაუგურაცია გაიმართება. სახელმწიფოს მეთაურის საყოველთაო არჩევნებში პეტრ პაველმა 27-28 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58,24%-ით გაიმარჯვა. ამ შედეგს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში "რეკორდულ მაჩვენებელს" უწოდებენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 70,31%-მა მიიღო.
ინაუგურაციის შემდეგ პაველი შეცვლის მილოშ ზემანს, რომელიც ორი ხუთწლიანი ვადით იმყოფება ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტზე. არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკვე განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ერთი ხუთწლიანი ვადით შეზღუდვას.
გენერალი პეტრ პაველი 61 წლისაა.
სხვადასხვა დროს მას ეკავა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები.
პეტრ პაველი ემხრობა უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას და ნატოში მის მიღებას.