Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ქალაქ ნეშვილში სკოლაში მასობრივი სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა


სასწრაფო დახმარების მანქანა პრესვიტერიანულ სკოლასთან. ნეშვილი, 27 მარტი, 2023.
სასწრაფო დახმარების მანქანა პრესვიტერიანულ სკოლასთან. ნეშვილი, 27 მარტი, 2023.

აშშ-ის ქალაქ ნეშვილში, ტენესის შტატში, ორშაბათს სროლა მოხდა ქრისტიანულ კერძო სკოლაში. დაიღუპა ექვსი ადამიანი: სამი ბავშვი და სამი ზრდასრული. არის დაჭრილები, რომლებიც საავადმყოფოებში წაიყვანეს.

თავდამსხმელს დაკავების დროს ესროლეს და მოკლეს. თავდაპირველად პოლიცია იტყობინებოდა, რომ ეს იყო ქალიშვილი, სავარაუდოდ, მოზარდი. ის ორი შაშხანითა და პისტოლეტით იყო შეიარაღებული. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი იყო ნეშვილის მცხოვრები 28 წლის ქალი. მის ვინაობას არ ამჟღავნებენ.

ნეშვილის პრესვიტერიანულ სკოლაში საბავშვო ბაღიდან მეექვსე კლასამდე ასაკის 200-მდე ბავშვი სწავლობს. მასში 33 პედაგოგი მუშაობს.

ნეშვილის მერმა ჯონ კუპერმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მათ მიმართ სოლიდარობა გამოხატა აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა.

აშშ-ში წელს ეს მასობრივი სროლის 128-ე შემთხვევაა. FBI-ის ექსპერტები მიუთითებენ, რომ ქალები უკიდურესად იშვიათად აწყობენ მასობრივ სროლას. ისინი დაახლოებით 2%-ს შეადგენენ ყველა თავდამსხმელისა, ვინც ცეცხლს ხსნის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

XS
SM
MD
LG