Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაიწყო სტრატეგიული სარაკეტო ძალების წვრთნები


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსები „იარსი“.
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსები „იარსი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ციმბირში დაიწყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამეთაურო-საშტაბო სწავლება. ამ ჯარების არსენალშია ბირთვული იარაღი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობს 3 000-ზე მეტი სამხედრო და დაახლოებით 300 ერთეული ტექნიკა. მათ შორისაა ნოვოსიბირსკის სარაკეტო შენაერთი, რომელიც აღჭურვილია სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსით „იარსი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სწავლებას გეგმურს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანია საბრძოლო მზადყოფნის საერთო დონის განსაზღვრა და იარაღის და სპეციალური ტექნიკის თანამედროვე სახეობების შესაძლებლობების შეფასება.

XS
SM
MD
LG