Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA-ს დირექტორი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია არ უმჯობესდება


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი 29 მარტს იმყოფებოდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი 29 მარტს იმყოფებოდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) დირექტორ რაფაელ მარიანო გროსის შეფასებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

გროსი 29 მარტს იმყოფებოდა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეულ ქალაქ ენერგოდართან, სადაც ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, რეგიონში სამხედრო აქტივობა ძლიერდება და ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული შეტევებისგან სადგურის დასაცავად. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთთან და უკრაინასთან მუშაობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების ზომების შესათანხმებლად. რა ზომებია ეს, გროსის არ დაუკონკრეტებია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა. რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.

ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".

XS
SM
MD
LG