Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბანკი VTB იუწყება, რომ სანქციების შედეგად დაკარგა 7.7 მილიარდი დოლარი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი VTB - რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოთიშეს SWIFT-ის გლობალური გადახდის სისტემიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - 5 აპრილს აცხადებს, რომ 2022 წელს დაკარგა 612.6 მილიარდი რუბლი, ანუ 7.7 მილიარდი ამერიკული დოლარი.

"2022 წელს VTB ჯგუფი სირთულეების და გამოწვევების წინაშე იყო. ... ჩვენ ვიყავით მაქსიმალური სანქციების პირველი სამიზნე, რასაც დიდი დანაკარგები მოჰყვა", - წერს ბანკის ფინანსური ხელმძღვანელი დმიტრი პიანოვი გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG