Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ავტომანქანები და ავტობუსები გადასცა


სასაზღვრო პოლიციისთვის გადაცემული ავტომანქანები
სასაზღვრო პოლიციისთვის გადაცემული ავტომანქანები

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადასცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ევროკავშირის ელჩი საქართველოში და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

"დაკვირვების თანამედროვე სისტემები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განთავსდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებას, გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად", - აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღჭურვილობის გადაცემის პროცესში ჩართული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია(IOM).

XS
SM
MD
LG