Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდადებული შეიწყალა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ ხუთი მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან, სამს პატიმრობის ვადა შეუმცირდა, ორი კი გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

შეწყალებული პატიმრების ვინაობა ცნობილი არ არის.

XS
SM
MD
LG