Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-მ პენტაგონიდან დოკუმენტების გაჟონვაში ეჭვმიტანილი დააკავა


აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, FBI-მ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების უდიდეს გაჟონვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ის მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სადაზვერვო განყოფილების 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი აღმოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მან პირადი მონაცემები მეგობრებს ჩათში გაუზიარა.

ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია Fox News-მა და New York Times-მა გაავრცელეს.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის დაკავება აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმაც დაადასტურა. გამოძიება მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული გვარდიის წევრს ნამდვილად შეეძლო გასძღოლოდა ჯგუფს ონლაინ ჩათში, სადაც მან საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.

მანამდე მედია უკვე წერდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში პენტაგონის დოკუმენტების უდიდესი გაჟონვის წყარო აღმოჩნდა ამერიკული სამხედრო ბაზის თანამშრომელი, რომელიც დოკუმენტებს დახურულ ჩათში ე.წ. „გეიმერებისთვის აქვეყნებდა“. როგორც გამოცემა „ვოშინგტონ პოსტი“ წერდა, იგი ამ ქაღალდებს აქვეყნებდა, რათა „მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჰყოლოდა ნაცნობები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG