Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა


კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან, სადაც მოჩანს, როგორც იწვის ერთ-ერთი საცხოვრებელო ბინა ნუცუბიძის ქუჩაზე
კადრი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან, სადაც მოჩანს, როგორც იწვის ერთ-ერთი საცხოვრებელო ბინა ნუცუბიძის ქუჩაზე

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი სიცოცხლე შეეწირა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული ხანდაზმული ქალია, რომელიც საცხოვრებელ სახლში მარტო უნდა ყოფილიყო.

თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ცეცხლი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. თუმცა მისი გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

XS
SM
MD
LG