Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის საბჭომ დაარღვია რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება და ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს


კიევის საქალაქო საბჭომ დაარღვია რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება და უკრაინის მთავრობას რუსეთის დიპლომატიური მისიის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნითაც მიმართა. ამის შესახებ ხუთშაბათს უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

უკრაინაში რუსეთის საელჩო 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, დაიხურა. 1992 წელს რუსეთის ფედერაციამ იჯარით აიღო 0,39 ჰექტარი მიწა ვოზდუხოფლოცკის გამზირზე, კიევის სოლომენსკის რაიონში, სადაც ამჟამად რუსეთის საელჩოს შენობა მდებარეობს.

გარდა ამისა, კიევი აგრძელებს რუსეთთან დაკავშირებული საბჭოთა და რუსული სახელებისა და სიმბოლოებისგან გათავისუფლების პროცესს. დერუსიფიკაციის ფარგლებში უკრაინის დედაქალაქში გასული წლის თებერვლიდან უკვე შეიცვალა 288 ქუჩისა და ობიექტის სახელწოდება.

ბოლოს გასულ თვეში კიევის საკრებულოს დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს დედაქალაქის 16 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდებოდა.

  • ამ ცვლილებების შედეგად, კერძოდ, ლევ ტოლსტოის მოედანს ეწოდა უკრაინელი გმირების მოედანი;
  • ლევ ტოლსტოის ქუჩას - ჰეტმან პაველ სკოროპადსკის ქუჩა;
  • იური გაგარინის გამზირს - ლეონიდ კადენიუკის გამზირი;
  • მარინა ცვეტაევას ქუჩას - ალექსანდრა ექსტერის ქუჩა და სხვა.

XS
SM
MD
LG