Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპასუხო ზომის სახით, რუსეთი აცხადებს გერმანელი დიპლომატების გაძევებაზე


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს გერმანელი დიპლომატების ჯგუფს, რაც, სამინისტროს თქმით, წარმოადგენს "სარკისებურ" ნაბიჯს ბერლინის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებაზე - იმ ფონზე, როცა ორ ქვეყანას შორის კავშირები სულ უფრო უარესდება.

გერმანიას დიპლომატების გაძევების შესახებ არ გამოუცხადებია, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 22 აპრილს თქვა, რომ ორი მხარე ბოლო კვირების განმავლობაში რეპრეზენტაციის საკითხებზე ერთმანეთთან ურთიერთობს საელჩოში და საკონსულოში.

"რუსეთის საელჩოს თანამშრომლების დღევანდელი წასვლა ამას უკავშირდება", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რამდენი რუსი დიპლომატი დატოვებს ქვეყანას.

ოფიციალური პირის თქმით, ამ საკითხს უკავშირდებოდა გერმანიაში რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავის საგანგებო დიპლომატიური ნებართვით დაშვება. რუსეთის თვითმფრინავები ევროპაში იშვიათად ჩნდება მას მერე, რაც ევროკავშირმა აეროპორტები და საჰაერო სივრცე დახურა რუსეთისთვის, 2022 წლის თებერვალში მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG