Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევსა და რამდენიმე ოლქზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთმა სარაკეტო შეტევა მიიტანა 27 აპრილსაც
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთმა სარაკეტო შეტევა მიიტანა 27 აპრილსაც

გამთენიისას რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. არის მსხვერპლი. ქალაქ დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაიღუპნენ ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.

თავდასხმის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ლუგანსკის ოლქის და ყირიმის გარდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

ჩერკასკის ოლქის ადმინისტრაციის და პოლიციის ცნობით, ქალაქ უმანში რაკეტა მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. დანგრეულია ერთი სადარბაზო. რაკეტამ დაანგრია საწყობების შენობაც. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქებები იყო კიევსა და მის შემოგარენში და პოლტავის და ნიკოლაევის ოლქებშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 11 რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 06:20 საათზე შეწყდა.

XS
SM
MD
LG