Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში 200 ათასამდე დემონსტრანტი მონაწილეობდა ანტისამთავრობო გამოსვლებში


საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები თელ-ავივში. 26 აპრილი, 2023 წელი
საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები თელ-ავივში. 26 აპრილი, 2023 წელი

ისრაელში კვლავ გაიმართა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლა. ისრაელის მედიის თანახმად, მხოლოდ თელ-ავივში 200 ათასამდე ადამიანი გავიდა ქუჩაში, იუწყება გერმანიის რადიო.

ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში ქალაქებში ჰაიფასა და კფარში.

ისრაელში თვეების განმავლობაში იმართება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა საბაბი იყო მთავრობის გეგმა, შეეცვალა სასამართლო სისტემა. რეფორმის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ამით სუსტდება ძალაუფლების განაწილება და ზარალდება დემოკრატია.

30 აპრილს ისრაელის პარლამენტი იწყებს სხდომების ახალ პერიოდს. მოელიან, რომ მთავრობა გააგრძელებს სადავო რეფორმის გატარების მცდელობას. Dpa ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მთავრობამ ჯერ ახალი ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს და შემდეგ შეეცდება სასამართლო სისტემის შესუსტების ნაბიჯების გადადგმას.

პრემიერმა ნეთანიაჰუმ კრიტიკის გამო თავის გეგმაზე ხელი აიღო გასულ თვეში. მთავრობასა და ოპოზიციას შორის შუამავლობა გასწია ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა, მაგრამ დიალოგს თანხმობა არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG