Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა უნგრეთს მოუწოდა, ღია იყოს მიგრანტებისა და უცხოელებისთვის


რომის პაპი ფრანცისკე ბუდაპეშტში გამართული მესის დროს. 30 აპრილი, 2023 წელი
რომის პაპი ფრანცისკე ბუდაპეშტში გამართული მესის დროს. 30 აპრილი, 2023 წელი

რომის პაპმა ფრანცისკემ სამდღიანი სტუმრობის მესამე დღეს უნგრეთს მოუწოდა, ნუ ჩაუკეტავს კარს მიგრანტებს და მათ, ვინც „უცხოა ან არ გვგავს ჩვენ.“

ფრანცისკეს მიერ 30 აპრილს ბუდაპეშტში ღია ცის ქვეშ გამართული მესის დროს წარმოთქმული სიტყვები მსუბუქი კრიტიკად გაისმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიმართ, რომელიც ანტიმიგრანტულ პოლიტიკას ატარებს.

Reuters-ის ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი მივიდა მესაზე, რათა ენახათ კათოლიკეთა მამამთავარი თავისი ვიზიტის ბოლო დღეს. ორბანმა, რომელიც მესას ესწრებოდა, განაცხადა, რომ არ დაუშვებს, რომ უნგრეთი „მიგრანტების ქვეყნად“ გადაიქცეს.

უნგრეთმა რკინის ღობე აღმართა სერბეთთან საზღვარზე, რათა არ დაუშვას მიგრანტების გადასვლა ევროკავშირის და ნატოს წევრი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG