Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საჰაერო განგაშია


ფოტო არქივიდან. უკრაინელი პოლიციელები ათვალიერებენ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ კიევის ოლქში მოგერიებულ რუსულ რაკეტას. 2023 წლის 26 იანვარი
ფოტო არქივიდან. უკრაინელი პოლიციელები ათვალიერებენ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ კიევის ოლქში მოგერიებულ რუსულ რაკეტას. 2023 წლის 26 იანვარი

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. კიევში და კიევის ოლქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა.

საჰაერო განგაში გამთენიისას, ადგილობრივი დროით 03:41 საათზე გამოცხადდა ჯერ დედაქალაქ კიევში და მალევე მოიცვა ჟიტომირის, ვინიცის, ჩერკასკის, კიროვოგრადის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ხმელნიცკის, ლვოვის და სხვა ოლქები.

XS
SM
MD
LG