საფრანგეთის პარლამენტმა 9 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის გასამხედროებულ ჯგუფს, "ვაგნერს", ოფიციალურად ეწოდოს "ტერორისტული ჯგუფი".
რეზოლუციას, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, პოლიტიკურმა სპექტრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის ავტორი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, დეპუტატი ბენჟამინ ჰადადი გამოთქვამს იმედს, რომ დოკუმენტი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შეაგულიანებს, რომ "ვაგნერი" დაუმატონ ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ ბლოკის ოფიციალურ სიას.
"სადაც მუშაობენ, 'ვაგნერის' წევრები ავრცელებენ არასტაბილურობას და ძალადობას", - უთხრა მან პარლამენტს სამშაბათს. "ისინი კლავენ და აწამებენ, მიმართავენ ხოცვა-ჟლეტას და ნგრევას. ისინი ზეწოლას და მანიპულაციას ახორციელებენ თითქმის სრული დაუსჯელობით", - თქვა ჰადადმა.