Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი რომში ჩავა იტალიის მმართველებთან და რომის პაპთან შესახვედრად


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა პირად აუდიენციაზე პაპ ფრანცისკესთან ვატიკანში. 8 თებერვალი, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა პირად აუდიენციაზე პაპ ფრანცისკესთან ვატიკანში. 8 თებერვალი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს რომში ჩავა.

როგორც იტალიის მედია იტყობინება, ზელენსკი შეხვდება მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯიორჯია მელონის და პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას, ასევე რომის პაპს, ფრანცისკეს.

მედია იმოწმებს ინკოგნიტო წყაროს, რომელიც იცნობს საქმის ვითარებას. არც რომს და არც კიევს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ზელენსკის ვიზიტი იტალიაში. რომის პაპმა გასულ თვეში თქვა, რომ ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომლის მიზანია, დაასრულოს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი.

XS
SM
MD
LG