უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის შემდეგ გერმანიაში ჩავიდა.
„უკვე ბერლინში ვარ“, - დაწერა მან კვირა დილით ტვიტერზე.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
„იარაღი. ძლიერი პაკეტი. საჰაერო თავდაცვა. რეკონსტრუქცია. ევროპა. ნატო. უსაფრთხოება“, - წერს ზელენსკი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს გერმანიაში ზელენსკის პირველი ვიზიტია.
გერმანულმა გამოცემა BILD-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, რომლებზეც ასახულია, რომ ზელენსკი გერმანიის თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ მისი და უკრაინელ ხალხის გმირობისთვის. დაჯილდოებას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაესწრება.
13 მაისს უკრაინის პრეზიდენტი იტალიას სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და რომის პაპს შეხვდა.