Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს მომავალ კვირაში შეხვდება


რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის შეხვედრა სომხეთის და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერებთან, მჰერ გრიგორიანთან და შაჰინ მუსტაფაევთან. 2021 წლის 30 იანვარი
რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის შეხვედრა სომხეთის და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერებთან, მჰერ გრიგორიანთან და შაჰინ მუსტაფაევთან. 2021 წლის 30 იანვარი

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ შეხვედრა სომხეთის და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერებთან, მჰერ გრიგორიანთან და შაჰინ მუსტაფაევთან, მომავალ კვირას გაიმართება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ მოლაპარაკების შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერების ხელახალი შეხვედრა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ოვერჩუკმა უპასუხა: როგორც გადაწყვეტენ.

ოვერჩუკის სიტყვებით, ვიცე-პრემიერების შეხვედრაზე, კერძოდ, განიხილავენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის წესებს. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას „ერთნაირად ესმის, როგორ უნდა მოხდეს „განბლოკვა“.

ოვერჩუკის თქმით, ახლა საუბარი მიდის ტექნიკურ დეტალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის საზღვრების გადაკვეთას, სასაზღვრო, საბაჟო და კონტროლის სხვა ფორმების დადგენას.

25 მაისს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც კრემლში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, ერთობლივი განცხადების და რაიმე დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე დასრულდა.

XS
SM
MD
LG