Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონის ჩამოვარდნამ კრასნოდარის ცენტრში შენობები და მანქანები დააზიანა


კრასნოდარის ცენტრი. 22 მარტი, 2023 წელი
კრასნოდარის ცენტრი. 22 მარტი, 2023 წელი

26 მაისის დილით კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაზიანდა ერთ-ერთი საოფისე შენობა და რამდენიმე მანქანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩნდა ძრავა უპილოტო საფრენი აპარატისა, რომელმაც სავარაუდო თავდასხმა განახორციელა აღნიშნულ შენობაზე.

თვითმხილველების მიერ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ დაზიანებულია კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანია МТС-ის შენობის ფასადი და სახურავი. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ეს არის პირველი საავიაციო ინციდენტი კრასნოდარის ოლქში, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ყუბანის დედაქალაქიდან ფრონტის უახლოეს წერტილამდე დაახლოებით 330 კილომეტრია. უცნობია, თუ ვის ეკუთვნოდა უპილოტო მფრინავი აპარატი.

უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონები რეგულარულად ექცევიან ცეცხლის ქვეშ, არის განადგურებისა და მსხვერპლის შემთხვევები. რეგიონული ხელისუფლების მტკიცებით, თავდასხმები უკრაინული მხრიდან ხორციელდება. ამ ცნობებზე კიევი კომენტარს არ აკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG