Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია 


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალპროფესიონალი პოლიციელები. მან პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ეს არის მინისტრის და სამინისტროში დასაქმებული ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგი.

"მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით, მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების თანამედროვე და რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია...

თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ თქვენთან ერთად ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

დღეს, 31 მაისს, საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG