Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მემორიალის" ეკატერინბურგის დანაყოფი დააჯარიმეს რუსეთის არმიის "დისკრედიტაციისთვის"


რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის სასამართლომ 1 ივნისს უფლებადამცველი ჯგუფის, "მემორიალის", ადგილობრივი დანაყოფი დააჯარიმა 300 000 რუბლით ანუ 3 700 ამერიკული დოლარით, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის შეიარაღებული ძალების "დისკრედიტაციისთვის."

ბრალდება უკავშირდებოდა ჯგუფის მიერ ინტერნეტში იმ მასალების განთავსებას, რომლებიც ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე კრიტიკულად აფასებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

"მემორიალის" დანაყოფის ხელმძღვანელი ალექსეი მოსინი აცხადებს, რომ განაჩენი გასაჩივრდება.

XS
SM
MD
LG