Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზელენსკიმ გასცა ყველა საჰაერო თავშესაფრის შემოწმების ბრძანება


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გასცა მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმდეს საჰაერო თავდასხმებისგან თავშესაფრები - მას შემდეგ, რაც დაიღუპნენ ცხრა წლის გოგონა, მისი დედა და კიდევ ერთი ქალი, რადგან ვერ მოახერხეს შეღწევა კიევის ერთ-ერთ თავშესაფარში, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, დაკეტილი იყო რუსეთის თავდასხმის დროს.

სამი ქალის დაღუპვის ამბავს საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა. ზელენსკი აცხადებს, რომ მრეწველობის და შინაგან საქმეთა მინისტრებს დაავალა დაბომბვის დაწინააღმდეგო თავშესაფრების სრული შემოწმება.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამი ადამიანის სიკვდილის გარემოებების გამოსაძიებლად.

გასულ თვეში უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის შეტევების 19 ტალღა განხორციელდა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ჩაკეტილ თავშესაფართან კავშირის გამო ოთხი პირი დააკავეს.

XS
SM
MD
LG