რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 7 ივნისს აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის დიპლომატის, ჩხვე ნამ სონის 43 წლის ცოლის და არასრულწლოვანი ვაჟიშვილის გაუჩინარებაზე.
გავრცელებული ცნობებით, დედა-შვილი 4 ივნისს დაიკარგა. გამომძიებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ისინი ჩინეთის გავლით სამხრეთ კორეაში ცდილობენ გადასვლას. არსებობს ინფორმაცია, რომ დედა-შვილი ტაქსით ჩავიდა ქალაქ ხაბაროვსკში, საიდანაც კრასნოიარსკში გაფრინდნენ.