Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუნაკისა და ბაიდენის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა მრავალ წელს გაგრძელდება


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 8 ივნისი, 2023.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 8 ივნისი, 2023.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინის მხარდაჭერა არ შესუსტდება.

ვაშინგტონს საჭირო დაფინანსება ექნება - იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება - რადგან მოსკოვი აგრძელებს აგრესიულ შეჭრას, თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევის დახმარება მრავალ წელს გაგრძელდება. უკრაინის მხარდამჭერებმა მკაფიო სიგნალი უნდა მისცენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ არ უნდა ჰქონდეს კიევისთვის დახმარების შეწყვეტის იმედი.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ახალ „ატლანტიკურ დეკლარაციას“, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას ორი ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში. გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი და აშშ გააძლიერებენ მიწოდების ჯაჭვებს, განავითარებენ სამომავლო ტექნოლოგიებს და ინვესტიციებს განახორციელებენ ერთმანეთის ინდუსტრიებში.

XS
SM
MD
LG